ახალი ამბები

პატიმრის ნათესავები გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების მანქანას არ ატარებენ

21 სექტემბერი, 2012 •
პატიმრის ნათესავები გლდანის ციხიდან სასჯელაღსრულების მანქანას არ ატარებენ

შეკრებილები მოითხოვდნენ, ეჩვენებინათ მათთვის, იყვნენ თუ არა მანქანაში პატიმრები. ამის შემდე  ციხის თანამშრომელმა ერთ–ერთი ახალგაზრდა, “ივერიელის” წევრი გიორგი ჯავახიშვილი შეიყვანა ციხის ეზოში მანქანის დასათვალიერებლად.

გიორგი ჯავახიშვილმა ჟურნალისტებთან ერთად დაათვალიერა მანქანა. ნახა, რომ მანქანაში პატიმრები არ იყვნენ, თუმცა იყო საკვებით სავსე პარკები. ერთ–ერთ პარკს წარწერა ჰქონდა “საავაადმყოფო. ყვარელაშვილი”.

მან მოსთხოვა ციხის თანამშრომელს, ხალხისთვის ეთქვა, თუ სად მიჰქონდათ ეს საკვები. თუმცა ციხის თანამშრომელმა არაფერი უთხრა.

ამის შემდეგ ჯავახიშვილმა დაიწყო ყვირილი: – არ გაატაროთ მანქანა, ციხიდან მოწამლული საკვები მიაქვთ პატიმრისთვის. აღნიშნულმა პანიკა გამოიწვია ციხის შესასვლელთან მყოფი პატიმრების ახლობლებში. მათ მანქანა ციხიდან არ გამოუშვეს.  მანქანა ციხის ეზოშია.

თუმცა პატიმართა მშობლების ნაწილმა ახალგაზრდებს პროვოკაციების განხორცილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.    

მასალების გადაბეჭდვის წესი