გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 დეკემბრამდე შენარჩუნდება ცივი და არამდგრადი ამინდი, ხოლო მთიან რეგიონებში ზოგან თოვლია მოსალოდნელი.
8 დეკემბერი ღამის, 12 საათამდე
[checklist]
- დღის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია თოვლი, ბარში დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქია მოსალოდნელი.
- მთლიანად ცივი ჰაერის მასები უნდა გავრცელდეს საქართველოს ტერიტორიაზე და ამიტომ ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ მოიმატებს.
- რაც შეეხება თბილისს, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, გარეუბნებში კი, შედარებით ინტენსიურად.
- თბილისის გარეუბნებში არის ნამქერი, რომელიც მოაქვს ქარს და გათოვება ჯერ მოსალოდნელი არაა.
[/checklist]
9 დეკემბერი
[checklist]
- გამთენიისას ცივი ქარის გამო მთელს საქართველოში ყინვები გაძლიერდება – დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია ღამით 0-დან 5 გრადუსამდე ყინვა, ზოგან -8 გრადუსზეც შეიძლება დაეცეს ტემპერატურა. დასავლეთ საქართველოს მთაში -14-19 და მაღალ მთაში 20-25 ყინვაა მოსალოდნელი.
- გამთენიისას აღმოსავლეთ საქართველოშიც ძლიერდება ყინვა. ბარში მინუს 3-8 ყინვა, ზოგან – 15-იც შეიძლება იყოს, მთიან რაიონებში -14-დან -19-მდე და მაღალ მთაში- 17-დან -22 გრადუსამდე.
- სამხრეთიდან გავრცელდება შედარებით თბილი ჰაერის მასა, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია იყოს მცირე თოვლი, დაბლობსა და ბარში უმეტესად უნალექოდ ჩაივლის დღე.
[/checklist]
10 დეკემბერი
[checklist]
- დასავლეთ საქართველოში, კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, მაგრამ ეს არ არის ისეთი ცივი, როგორიც იყო 7, 8 და 9 დეკემბერს, განმარტავენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
- დასავლეთ საქართველოს დაბლობში ნალექი წვიმის სახითაა მოსალოდნელი, დასავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ამ კვირის ბოლომდე შენარჩუნდება თოვა.
[/checklist]