ახალი ამბები

როლანდ ახალია აცხადებს, რომ პატიმართა წამებას გმობს

20 სექტემბერი, 2012 •
როლანდ ახალია აცხადებს, რომ პატიმართა წამებას გმობს

სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორი და “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პატიმართა წამებას “ფეიბუქში” თავის ოფიციალურ გვედზე გამოეხმაურა.

 

“აღშფოთებული ვარ და ვგმობ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტებს”, – წერს როლანდ ახალაია.

 

როლანდ ახალაია არის შინაგან საქმეთა მინისტრ ბაჩო ახალაიას მამა. პატიმართა წამების წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები უკვე მესამე დღეა სწორედ ბაჩო ახალაიას თანამდებობიდან მოხსნას და დასჯას ითხოვენ. 

 

როლანდ ახალია სამეგრელო–ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად 2004 წლიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნამდე მუშაობდა. მან პროკურატურის სისტემაში მუშაობა 1981 წლიდან დაიწყო.

როლანდ ახალაია
როლანდ ახალაია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი