ახალი ამბები

ანონსი – 7 დეკემბერი

6 დეკემბერი, 2016 •
ანონსი – 7 დეკემბერი

გთავაზობთ 7 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

7 დეკემბერს სახალხო დამცველი მოხეს და ჭელას მოსახლეობას შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ტაო-კლარჯეთის და სამცხე-ჯავახეთის მიტროპოლიტთან მეუფე თეოდორესთან, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორთან და ადიგენის გამგებელთან. შეხვედრებზე განიხილავენ რეგიონში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე მდგარ გამოწვევებს, მოხეში არსებული სადავო ნაგებობის საკითხს და სოციალურ პრობლემებს, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აწუხებს.

09:30 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „The Biltmore hotel Tbilisi“-ში თბილისის მერიის ორგანიზებით გამართულ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-9 საერთაშორისო ფორუმს (LED) დაესწრება.

10:00 საათზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ინკლუზიური განათლების III საერთაშორისო კონფერენციას „2025 წელს ინკლუზია გულისხმობს ყველას“ გახსნის. ადგილი: სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”.

11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა მართავს პრესკონფერენციას, რომლითაც პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები ეხმიანებიან ნარკოპოლიტიკის ცვლილების მხარდასაჭერად მიმდინარე პროცესებსა და უახლოეს დღეებში დაგეგმილ აქციებს.

11:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კვლევის – „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები“ პრეზენტაციას გამართავს.  მისამართი: ჭოველიძის ქუჩა #7 (საკონფერენციო დარბაზი „ლოლიტა“)

11:30-ზე, ,,პრაიმტაიმის“ პრესკლუბში, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობი წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში, სევდია უგრეხელიძე გამართავს პრესკონფერენციას. თემა: დედაქალაქის ბიუჯეტი, მერიას საქმიანობა, ახალი ინიციატივები და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები.

12 საათზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” სახელმწიფო საწარმოების შესახებ კვლევას წარადგენს. კვლევის პრეზენტაცია გაიმართება ორგანიზაციის ოფისში (აღმაშენებლის გამზირი 61)

13:00 საათზე ერეკლე მეორის საზოგადოება გამართავს ბრიფინგს სახელმწიფო კანცელარიის წინ. მოთხოვნაა –  შეწყდეს პილიტიკური პარტიების ბიუჯეტიდან დაფინანსება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი