საქართველოს ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” 5 წევრი კოალიცია “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერას უცხადებს.
“ჩვენ მოვედით აქ, რათა გამოვხატოთ პროტესტი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. არ შეიძლება ხელოვანი ადამიანი პერსონების პოლიტიკური ქულების მიწერას ემსახურებოდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ “ქართულ ოცნებას”. აქ იგება ქართველი კაცის მომავალი”.
დღეს “ქართულ ოცნებას” ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავეები – რომეო ყუბანეიშვილი, დავით საგანელიძე, გიორგი დაუშვილი, ბექა გელაშვილი და გიორგი მაისურაძე შეუერთდნენ.