ახალი ამბებისაზოგადოება

სად და რამდენ ლარად შეიძენთ ხელოვნურ ნაძვის ხეს

6 დეკემბერი, 2016 • 9164
სად და რამდენ ლარად შეიძენთ ხელოვნურ ნაძვის ხეს

ახალ წლამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი. ბაზრობებისა და მაღაზიების დახლებზე ხელოვნური ნაძვის ხეები  უკვე გამოჩნდა. მათი ფასები  ზომისა და წიწვების სიხშირის მიხედვით იზრდება, ხოლო თუ უკვე მორთული ნაძვის ხის შეძენა გსურთ, შედარებით მეტის გადახდა მოგიწევთ.

ბაზრობაზე

პატარა ზომის ნაძვის ხეები საშუალოდ 30-დან 60 ლარამდე ღირს. 30-ლარიან ნაძვს შედარებით ცოტა ტოტები აქვს, 60 ლარად კი ხელოვნური თოვლისეფექტიან ნაძვის ხეებს გადააწყდებით. ნაძვის ხის ზომების ზრდასთან ერთად იზრდება ფასებიც –  150სმ-იან ნაძვის ხეს 60-დან 90 ლარამდე ფასში შეიძენთ, 2-მეტრიანი ნაძვების ფასი კი 120 – დან 200 ლარამდე მერყეობს. თუმცა, თუ თქვენთვის ნაძვის ხეს მხოლოდ სიმბოლური დატვირთა აქვს და გრანდიოზული ხის შეძენას არ გეგმავთ, მინიატრურულ, მორთულ ხელოვნურ ნაძვებს 6-დან 20 ლარამდე ფასად შეიძენთ.ნაძვის ხეები ბაზრობაზე

 

ჰიპერმარკეტ “კარფურში”

ნაძვის ხეების ფასები 28 ლარიდან იწყება ჰიპერმარკეტ “კარფურში”. ასეთი ნაძვის ხის სიმაღლე 150 სანტიმეტრია. ამავე ზომის უფრო ხშირწიწვიანი ნაძვის ხეები 49 ლარი ღირს. ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხე კი, რომლის სიმაღლეც 3 მეტრს აღწევს, 299 ლარი ღირს. თუმცა, თუ თქვენთვის სასურველი ნაძვის ხის ზომა ამ ორს შორისაა, მაშინ 180-სანტიმეტრიან ნაძვის ხეს 38-დან 169 ლარამდე ფასად შეხვდებით. 210-სანტიმეტრიანი ხელოვნური ნაძვი კი 199 ლარი დაგიჯდებათ. მინიატურული ზომის ნაძვის ხეებს კარფურში 8-დან 17 ლარამდე ფასად შეიძენთ.

საახალწლო ატმოსფერო მაღაზიებშიც იგრძნობა 05.12.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

საახალწლო ატმოსფერო მაღაზიებშიც იგრძნობა 05.12.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე

სუპერში”

ნაძვის ხეების ფასი “სუპერში” 47-დან  598 ლარამდე მერყეობს. 47 ლარი ყველაზე პატარა ზომის ნაძვის ხე ღირს, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 50 სანტიმეტრია. 598 ლარად კი 210-სანტიმეტრიან ნაძვს შეიძენთ.  180 სმ სიმაღლის ნაძვს ხელოვნური თოვლის ეფექტით სუპერში 568 ლარად შეიძენთ, იმავე გაფორმების მქონე 50 სმ-იან ნაძვის ხეს კი, 85 ლარად. 150-სანტიმეტრიან ნაძვის ხეს სუპერში 123 ლარად იყიდით.

ნაძვის ხე 'სუპერში'

სუპერმარკეტ “დომინოში”

“დომინოში” ხელოვნური ნაძვის ხეების ფასები 6 ლარიდან იწყება  და 338 ლარს აღწევს. ნაძვის ხეების ზომა 50 სანტიმეტრიდან იწყება. ერთმეტრიანი სიმაღლის საახალწლო ნაძვის ხეს 64-დან 92 ლარამდე შეიძენთ, უფრო დიდი ნაძვის ხეების ფასები კი 148 ლარიდან იწყება  ყველაზე მაღალი ნაძვი კი, რომლის სიმაღლეც 2 მეტრს აჭარბებს, “დომინოში” 318 ლარი ღირს.

ნაძვის ხე დომინოში

მასალების გადაბეჭდვის წესი