ახალი ამბები

ანონსი – 5 დეკემბერი

5 დეკემბერი, 2016 •
ანონსი – 5 დეკემბერი

წარმოგიდგენთ 5 დეკემბერს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:

11:00 საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამარლილუაშვილი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში კენ უოლში და ათასწლეულის გამოწვევისფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს. ხელმოწერის ცერემონია გაიმართება საქართველოს საინვესტიციო სააგენტოში, მისამართზე: ბამბის რიგის 7, მეორე სართული, თბილისი.


 

12:00 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (მეგობრობის ჯგუფის) წევრებთან. პარლამენტი, თბილისი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (B კორპუსი, II სართული).


 

12:00 სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კვირეულის ფარგლებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს.


 

12:40 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (მეგობრობის ჯგუფის) წევრების განცხადება პრესისთვის. პარლამენტის შენობა, თბილისი.


 

13:00 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის (მეგობრობის ჯგუფის) წევრებთან. პარლამენტი, თბილისი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი (C კორპუსი, ოთახი 420).


 

14:00 „პირველის“ პრესკლუბში დიდუბის რაიონის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი რურუა პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში აბას თალები ფარი აწვდის ინფორმაციას რომ ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზი როგორც შიდა მოხმარებისთვის ისე ექსპორტისთვის. საუბარია სამხრეთ გაზის დერეფნის განვითარებაზე, ისტორიულ პროექტზე, რომელიც დაჩრდილა ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის აქტიური მოქმედებების დახმარებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 – თამთა კალანდაძე.

15:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა. პარლამენტი, თბილისი, დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

16:00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. პარლამენტის შენობა, თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

17:00 საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა. პარლამენტის შენობა, თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

მასალების გადაბეჭდვის წესი