“ნეტგაზეთი” გთავაზობთ კვირას, 4 დეკემბერს, დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
11:00 – ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, 100 ქალი მიიღებს მონაწილეობას დისკუსია-სემინარში. სემინარს გაუძღვებიან სპიკერები სხვადასხვა არასამთავრობო თუ სახელმწიფო უწყებებიდან. მის: თავისუფლების მოედანი #4. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“. საკონტაქტო პირი – 551 66 25 25
17:00 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება აქცია-კონცერტი “ყველა სტუდენტი თანასწორია” სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია #115-ის” მხარდასაჭერად. სტუდენტებისადმი სოლიდარობის გამოსაცხადებლად, აქცია-კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ რობი კუხიანიძე, ბაჩო ჯიქიძე, თერიკა, ერეკლე დეისაძე, ნუკრი მენთეშაშვილი და ა.შ