ახალი ამბები

ანონსი: 3 დეკემბერი

2 დეკემბერი, 2016 • 3725
ანონსი: 3 დეკემბერი

11:00 საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ (მე-3 პავილიონი), მთავრობა წარადგენს ქვეყნის პირველ ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მიმართ.
მსჯელობას გახსნიან ნატალია ჯალიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი, სოფო კილაძე – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, შომბი შარპი – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში,ივონ გოგოლი – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის (EU) პროგრამის მენეჯერი.
მის: წერეთლის გამზირი #118

11:00 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ბავშვთა დაახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ცენტრისა და სამინისტროს თანამშრომლებითბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის დარბაზში პარასპორტსმენებთან ერთად კალათბურთის საჩვენებელ მატჩს გამართავენ.

მის: თბილისი, ბელიაშვილის ქ.5.

12:00 საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” ფეხბურთელები პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ფინანსური დავალიანებები და დავა სპორტული დავების განმხილველ არბიტრაჟში კლუბის წინააღმდეგ

17:00 ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი თოჯინების საერთაშორისო გამოფენას„
ArtDoll Tbilisi 2016 “ უმასპინძლებს. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრებიან.

მის: რუსთაველის 27

17:30 ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო პროგრამა ,,ბიზნეს ინკუბატორის“ სტარტაპებისა და ინვესტორების შეხვედრას გამართავს, სადაც 8 გუნდი საკუთარისტარტაპების პრეზენტაციებს წარადგენს.

მის: ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა

მასალების გადაბეჭდვის წესი