გთავაზობთ, 2 დეკემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
11:00 – რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკის ინსტიტუტის პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკური განვითარების სექტორის ხელმძღვანელის ელენა კუზმინას ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში;
12:00– თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება. მის: თავისუფლების N2;
12:00 – ეროვნულ კინოცენტრში (მის: ზ.გამსახურდიას სანაპირო N4) გაიმართება პრესკონფერენცია, სადაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, რეჟისორები – ნანა ექვთიმიშვილი, სიმონ გროსი, ასევე მსახიობები და ფილმის “ჩემი ბედნერი ოჯახი”გადამღები ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან;
12:00 – გორში ძიუდოს ახალი დარბაზი გაიხსნება;
14:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიამ ჯაშთან ერთად ვარძიის სამონასტრო კომპლექსს ეწვევა.
14:00 – ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამართავს ადვოკატირების მოკლე ფილმის “ძალადობის პირისპირ” ჩვენებას. ფილმში 3 სექს-მუშაკი ყვება მათ მიერ განცდილი ძალადობის და სახელმწიფოს უმოქმედობის ფაქტების შესახებ. ფილმის შემდეგ გაიმართება პრეზენტაცია და დისკუსია სექს-მუშაკი ქალებისთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერებზე
18:00 – ფინეთში საგასტროლო ტურნეს შემდეგ “გაყინული სურათები” კვლავ გრიბოედოვის თეატრის სცენაზეა.