„ჯი პი ენ“ – კომპანია, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, ქართველ და უცხოელ მომხმარებლებს ინტელექტუალური სერვისს განსხვავებული კონცეფციით გაუწევს.
კლიენტის მოთხოვნებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, კომპანია თავისი მონაცემთა ბაზიდან კონკრეტულ მოთხოვნებზე მორგებულ, კონკრეტული სპეციფიკის მიხედვით შერჩეულ კვალიფიციური ექსპერტის ან ექსპერტთა ჯგუფის სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ეს იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, კლიენტმა უფრო მაღალი ხარისხის, ზუსტად ამ სპეციფიკურ მიმართულებაში გამოცდილი ექსპერტების მომსახურება მიიღოს და მათი ცოდნა და გამოცდილება საკუთარი ბიზნეს ამოცანების გადასაწყვეტად გამოიყენოს.
„ჯი პი ენ“ აერთიანებს 200-ზე მეტ სხვადასხვა სფეროს ექსპერტს, რომლებიც სხვადასხვა კომპანიასა და ორგანიზაციაში მუშაობენ და თავისი დარგის გამორჩეული სპეციალისტები არიან. კომპანიის პორტფოლიო მოიცავს როგორც საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე პროექტების მართვას სხვადასხვა მიმართულებით – სამართლებრივი, საფინანსო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, ადამიანური რესურსების მართვისა და მარკეტინგის სფეროში.
საკონსულტაციო მომსახურების ახალი კონცეფცია – ერთ პროფესიონალურ ქსელში გაერთიანებული საუკეთესო ექსპერტების სახით, ახლებური მიდგომაა ქართული ბაზრისთვის, რაც მაღალი ხარისხის მომსახურების გარდა, გულისხმობს კომფორტულ მომსახურებას ერთ სივრცეში.
www.gpn.ge
ინტელექტუალური ჰაბის ახალი კონცეფცია ქართულ ბაზარზე
ასევე:
-
Tegeta X Reckless – როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
-
10 გვერდი, რომელიც FB-ზე პოლიტიკურ რეკლამაში ყველაზე მეტს ხარჯავს
-
„ოცნებისთვის“ რეკლამის გადაღების შემდეგ JWT Metro-ს თანამშრომლები ტოვებენ
-
უნებართვო სარეკლამო SMS-ები გრძელდება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შესწავლა დაიწყო
-
30.09.2026
ალი მოჯანის სკანდალები
-
30.09.2026
ირანმა ძვირადღირებული ავტომობილების იმპორტი აკრძალა, რაც საქართველოზეც იმოქმედებს
-
30.09.2026
საქართველოს ეწვია მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია
-
30.09.2026
პოლონეთმა მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სახელობის სოლიდარობის ჯილდო გადასცა
-
30.09.2026
„მისი ჩვენება არის უკიდურესი სირცხვილი“ — რა ილაპარაკა გომელაურმა სასამართლოში გიორგი გახარიას საქმეზე
-
30.09.2026
გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია – The Insider
