90–ე და 91–ე საარჩევნო უბნები თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ე.წ. ყოფილი სათნოების სახლის შენობაში მდებარეობს.
დაახლოებით 13:00 საათზე საარჩევნო უბანთან მივიდა 90–ე უბნის კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც, ასევე არ აღმოაჩნდა საარჩევნო უბნის გასაღები.
90–ე სარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შენობა, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული, გაურკვეველი პირის კერძო საკუთრებაა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, გუშინ, 14 სექტემბერს, საღამოს, დარაჯმა კომისიის თავმჯდომარეს უთხრა, რომ უბნებში არსებული ინვენტარის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იხსნიდა. შესაბამისად, დარაჯმა გუშინ დაკეტა შენობა, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული და დღეს სამსახურში არ დაბრუნებულა. დარაჯსა და შენობის მეპატრონეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ საარჩევნო კომისიის წევრები.
საბოლოოდ, 90–ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ სათადარიგო გასაღები მოიძია, რომლითაც შენობაში შესასვლელი სათადარიგო კარი გააღეს, თუმცა, აღნიშნული შესასვლელი სხვა ქუჩაზე მდებარეობს. ამ შესასვლელის შესახებ ინფორმაციის არქონის გამო უბნებში მისულ ამომრჩეველს უკან უწევს გაბრუნება, რადგან, მათ საარჩევნო უბნებში შესასვლელი ცენტრალური კარი ჩაკეტილი ხვდებათ, ხოლ ალტერნატიული შესასვლელისკენ მიმანიშნებელი არანაირი ნიშანი ტერიტორიაზე, ჯერჯერობით, განთავსებული არ არის.
ინფორმაცია მომხდარის შესახებ საარჩევნო კომისიების ოპოზიციონერმა წევრებმა უკვე მიაწოდეს ეუთოს დამკვირვებლებს.







