ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტრო: კახეთში რეაბილიტაციის დასრულება ნამდვილ სახალხო დღესასწაულად იქცევა

14 სექტემბერი, 2012 •
იუსტიციის სამინისტრო: კახეთში რეაბილიტაციის დასრულება ნამდვილ სახალხო დღესასწაულად იქცევა

სამინისტროს ცნობით, 15-16 სექტემბერს განახლებული ნადიკვარის პარკი, ერეკლეს ძეგლის ტერიტორია, ჩოლოყაშვილის ისტორიული ქუჩა უამრავ სტუმარს უმასპინძლებს; სტუმრების საზეიმო განწყობაზე იზრუნებენ მოძრაობის თაეტრის და ცირკი „შაპიტოს“ მასხიობებიც. 

 

“განახლებული ჩოლოყაშვილის ქუჩა ზღაპრების გმირების სასეირნო ადგილად გადაქცევა. ერეკლეს მოედანზე თელავში და სახალხო ბაზრობაზე ყვარელში გიგანტურ საწნახელებში მსურველები შეძლებენ ღვინის დაწურვაში მონაწილეობას, კახური ყურძნისა და ჩურჩხელის დაგემოვნებას. ყვარლის ქუჩების კუთხეში დამთვალიერებლებს საკუთარი ხელით შეეძლებათ თიხის ნივთების უძველესი წესით დამზადება, ფარდაგების ქსოვის პროცესში მონაწილეობა, თექაზე მუშაობა და ხევსურული სამოსის ორნამენტების მოქარგვა”, – ნათქვამია იუსტისციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მომზადებულ პრესრელიზში. 

 

თელავში ღონისძიებებს ცნობილი ჯგუფის „ჯიპსი კინგის“ ახალგაზრდა წევრების კონცერტი და ფეიერვერკი დაასრულებს. 

 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, “ნამდვილ თეატრალურ სანახაობად ყვარლის ციხის მიმდებარე ტერიტორია გადაიქცევა, თელავის ისტორიულ წარსულს მეციხოვნეები, სახლთუხუცესები, ეთნოგრაფიულ სამოსში გამოწყობილი მეომრები გააცოცხლებენ. ულამაზესი ფოიერვერკის შემდეგ ხალხურ სიმღერებს გიორგი უშიკიშვილის ანსამბლის „ლაშარის“  მომღერლები შესარულებენ, ბოლოს კი სცენა სუხიშვილების ანსამბლის მოცეკვავეებს დაეთმობათ.”  

 

კახეთის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თელავში აღდგენილია ნადიკვარის პარკი, ერეკლეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორია, ისტორიული იერი დაუბრუნდა ჩოლოყაშვილის ქუჩას, შეიცვალა ერეკლეს ძეგლის მიმდებარე ტერიტორიამ. დასრულდა ყვარლის ციხის რეაბილიტაციის პროექტიც, გაიხსნა იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამედროვე ოფისი და სასტუმრო რუმს ჰოტელი. ორივე ქალაქში, თელავს და ყვარელში გაიხსნა იუსტიციის სახლები. 

 

თელავი რეაბილიტაციისას
თელავი რეაბილიტაციისას

კახეთის რეაბილიტაციის პროგრამა სტრატეგიული განვითარების სააგენტოს კოორდინირებით განხორციელდა. აღნიშნული სააგენტო 2012 წლის 19 აპრილს შეიქმნა პრეზიდენტის ბრძენებულებით, რომელშიც ნათქვამია:

 

“სააგენტო უზრუნველყოფს საქართველოში განსახორციელებელი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროების მიერ განსაზღვრული ცალკეული ტურისტული, საინვესტიციო და ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების კოორდინაციასა და მონიტორინგს.

 

ამავე ბრძანებულებით, სტრატეგიული განვითარების სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

 

სააგენტოს ძირითადი მიმართულებები კახეთში, იმერეთსა და ლაზიკაში დაგეგმილი პროექტების კოორდინაციაა. კახეთში სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები “მსოფლიო ბანკმა” დააფინანსა.

მასალების გადაბეჭდვის წესი