08:30 – განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი და საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით ლომიტაშვილი, მონიტორინგის ჯგუფთან ერთად, გარაყანისძე-ერისთავების საგვარეულო სასახლეს მოინახულებენ
10:00 – სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში,“ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით საგზაოუსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიის, საავტომობილო ფედერაციის, მსოფლიო ბანკისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
11:00 – ,,პირველის პრესკლუბში’’ ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჩინჩალაძესა და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით ექსკლუზიური მასალების წარდგენა.
11:00 – საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–16 საერთაშორისო გამოფენა Agro/Food/Drink/Tech გახსნის. საგამოფენო სივრცე მე-11, მე-6 პავილიონებს და გარე პერიმეტრს მოიცავს.
11:00 – სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეგიონული სტატისტიკის პორტალისა და საქსტატის განახლებული ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართება.
11:30 – პარლამენტის ბიუროს სხდომა. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.
11:30 – ,,პირველის პრესკლუბში” სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიხეილ სააკაშვილის როლი მაიდნის ტრაგიკულ მოვლენებში და მასთან დაკავშირებული სნაიპერთა საიდუმლო ოთხეული.
12:00 – საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.
12:00 – ,,პირველის პრესკლუბში’’ საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე “პირველ პრესკლუბში” გამართავს პრესკონფერენციას. თემა: დედოლარიზაცია – მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელთარსებული მექანიზმები და ბერკეტები ლარის გაუფასურებასთან საბრძოლველად. ონლაინსესხები და ქვეყნის ეკონომიკა – მოახდენს თუ არა ონლაინსესხების აკრძალვა გავლენას ეკონომიკაზე.
12:00 – საათზე გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი გაიხსნება. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრება. მისამართი: მაზნიაშვილის ქუჩა.