ახალი ამბები

ლაზიკას საიმიჯო კლიპი პრეზიდენტის ცოლ-შვილის მონაწილეობით

13 სექტემბერი, 2012 • 1231
ლაზიკას საიმიჯო კლიპი პრეზიდენტის ცოლ-შვილის მონაწილეობით

ქალაქ ლაზიკაში რამდენიმე ობიექტის  მშენებლობის დაწყების შესახებ პრეზიდენტმა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს განაცხადა: 

 

„რამდენიმე დღეში იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება – ახალი უმშვენიერესი ქალაქის, ლაზიკას მშენებლობა, რომელიც იქნება ფოთის გაგრძელება, მთავარი ეკონომიკური ცენტრი გარშემო მყოფი ადგილებისთვის; საინჟინრო თვალსაზრისით, აქ აშენდება ყველაზე გამართული ქართული პორტი… დარწმუნებული ვარ, ეს ქალაქი გახდება ქართული სიამაყე და ანდამატივით მიიზიდავს ყველას, მათ შორის მათ, ვინც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობს. ლაზიკას იდეა – ეს არის საქართველოს იდეა, საქართველოს ერთიანობისა და აღმშენებლობის იდეა…“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

პრეზიდენტის 2 სექტემბრის განცხადებით კი, მთავრობა ახალი ქალაქის მერიას და პორტის ადმინისტრაციას მიმდინარე თვეში, სექტემბერში გახსნის: 

 

“ლაზიკას პორტის მშენებლობა დავიწყეთ, დაახლოებით, ერთი კვირის წინ. ლაზიკას მერიას და პორტის ადმინისტრაციას გავხსნით სექტემბერში.”

 

აღნიშნული კლიპი პირველი არ არის, სადაც პრეზიდენტის ოჯახის წევრი მონაწილეობს. მუსიკალურ რგოლში “მე მიყვარს სამეგრელო,” ასევე, პირველი ლედი, სანდრა ელისაბედ რულოვსი მონაწილეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი