ახალი ამბებიეკონომიკა

29 ნოემბერს ლარი ორი თეთრით გაუფასურდა

29 ნოემბერი, 2016 • 7707
29 ნოემბერს ლარი ორი თეთრით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 30 ნოემბრიდან 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5311 ლარი გახდება. ლარმა ისტორიულ მაქსიმუმს 25 ნოემბერს გადააჭარბა და რამდენიმე დღეში კიდევ ორჯერ გაუარესდა ეს შედეგი.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფოციალური გაცვლითი კურსით, დღეს 1 აშშ დოლარი 2.5078 ლარი ღირს, თუმცა ხვალიდან კიდევ 0.0233 პუნქტით გაძვირდება.

2016 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვიდან 180 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ბოლოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლარი 12 ოქტომბერს გაყიდა, როცა 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3365 ლარს შეადგენდა. რეზერვების ხარჯვის მიუხედავად, ლარის კურსის დასტაბილურება ვერ ხერხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი