ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მონიტორინგის დელეგაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ასახულია მათი შეფასება საქართველოს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. 
“2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ეს იქნება ლაკმუსის ტესტი, რომელიც დაადასტურებს ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების წინაშე ვალდებულებას.
წინასაარჩევნო დელეგაცია მიესალმება კონკურენტულ და პლურალისტულ საარჩევნო გარემოს, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩევლს გააკეთოს რეალური არჩევანი არჩევნების დღეს.
თუმცა, დელეგაციამ გამოხატა სერიოზული შეშფოთება ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოში გაზრდილი პოლარიზაციისა და ანტაგონიზმის მიმართ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიას ჩრდილავს:
“მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ მსგავსი ნეგატიური კამპანიისაგან და ფოკუსირება მოახდინონ ამომრჩეველთა ინფორმირებულობაზე, გააცნონ მათ პარტიების შეხედულებებისა და პლატფორმების შესახებ.
ზოგადად, დემოკრატიულ არჩევნებს სჭირდება ღია და ინკლუზიური წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ყველა მხარეს აქვს თანაბარი შესაძლებლობები, რომ ინფორმირება მოახდინონ ამომრჩეველების მათი პროგრამებისა და პოლიტიკური პრიორიტეტების თაობაზე.
ამიტომაც ხელისუფლებამ და ყველა არჩევნებში ჩართულმა მონაწილემ მხარემ უნდა მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, იმისათვის რომ უზრუნველყოფილი იყოს კონსტრუქციული კამპანიის პირობები და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისაგან, რომელიც გაზრდის დაძაბულობას ან ძირს გამოუთხრის საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა პარტიის სრულ და თანაბარ მონაწილეობას არჩევნებში.
დელეგაცია ხაზს უსვამს ყველა საარჩევნო მოთამაშისათვის თანაბარი საარჩევნო სივრცის შექმნის აუცილებლობას. ის მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა, რათა აღმოიფხვრას ბოროტად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება. გარდა ამისა, დელეგაცია სრულად ადასტურებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადებას საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაწესებულ ჯარიმებთან დაკავშირებით.
დელეგაცია მიესალმება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიებისთვის ჯარიმების მოხსნასთან დაკავშირებით. ასევე, დელეგაცია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს სრულად დაიცვან საარჩევნო კანონმდეგლობა, ხოლო კანონში აღქმული უსამართლობა არ შეიძლება იყოს გამართლება, კანონის დარღვევისთვის.
მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გადამწყვეტ როლს თამაშებენ საარჩევნო პროცესში, რადგან ისინი ხშირად პირველადი ინფორმაციის წყაროა ამომრჩეველთათვის, რათა პარტიებმა შეძლონ გაცნობა თავისი შეხედულებების.
მედიის სრული და თანასწორი ხელმისაწვდომობა ყველა მხარისთვის, ისევე როგორც მოვლენების მიუკერძოებელი გაშუქება მედია საშუალებების მიერ, არის უმთავრესი პირობა დემოკრატიული არჩევნებისთვის.
ამ მხრივ, დელეგაცია მიესალმება გაუმჯობესებულ პლურალიზმს მედია გარემოში, რომლის შედეგიც “must offer, must carry”–ის კანონმდებლობაა. დელეგაცია აღნიშნავს, რომ ეს კანონი არ მოიცავს არჩევნების დღის და არჩევნების შემდგომი პერიოდის გაშუქებას და ის მოუწოდებს ხელისუფლებას, განიხილონ “must offer, must carry”–ის მოქმედების გახანგრძლივების შესაძლებლობა სანამ საარჩევნო პროცესი სრულად არ დასრულდება. ამავე დროს, დელეგაცია აღნიშნავს, რომ საკაბელო ტელევიზია არ არის ფართოდ გავრცელებული საქართველოს რიგ რეგიონებში. ამიტომაც ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას შეისწავლონ ყველა შესაძლებლობა მედიის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად იმ რეგიონებში, სადაც არ ვრცელდება საკაბელო ტელევიზია.
დელეგაცია მიესალმება ახლად შექმნილი ამომრჩეველთა სიების კომისიის მუშაობას, რომლის შედეგად უნდა გიზარდოს საზოგადოების ნდობა მომავალი საარჩევნო პროცესისა და ამ არჩევნების შედეგებისადმი.
დელეგაცია მიესალმება და დადებითად აფასებს უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას საზოგადოებრივი ნდობის გაძლიერების კუთხით საარჩევნო პროცესისადმი. დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა, საარჩევნო პროცესის მიუკერძოებლობისა და სამართლიანობისათვის.
აქედან გამომდინარე ყველა პარტიამ და სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისაგან, რომელმაც შეიძლება ძირი გმოუთხაროს საზოგადოების ნდობას.
სწორედ ამავე მიზეზით დელეგაცია მიმართავს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიქტს რომ ნუ დააყენებენ კითხვის ნიშნის ქვეშ არჩევნებსა და მის შედეგებს მანამ, სანამ არჩევნები არ ჩატარებულა”, – ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციის განცხადებაში, რომლის წარმომადგენლებიც თბილისს ამ წლის 11 და 12 სექტემბერს ეწვივნენ.
ეუთოს (ODIHR)-ის პირველ შუალედურ ანგარიშში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ
საარჩევნო კამპანიის გარემო–პირობები პოლარიზებულია.
“მმართველ პარტიას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” კონკურენცია აქვს კოალიცია “ქართულ ოცნებასთან”. პარტიისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსება გახდა თვალსაჩინო საკითხი მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წლის ოქტომბერში გამოაცხადა მისი პოლიტიკაში მოსვლის შესახებ.
საარჩევნო კამპანიის გარემოს ახასიათებს ხშირი საჯარო ბრალდებები პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის.
პარტიები და ბლოკები გამოყოფენ კამპანიის ძირითად თემებს: განათლების, ჯანდაცვის, დასაქმების, რეგიონალური განვითარების, სოფლის მეურნეობის, უსაფრთხოების, სოციალური და სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხებს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აწარმოებს ყველაზე აქტიურ კამპანიას მრავალრიცხოვანი ბილბორდები და ქვეყნის მასშტაბით აქციების გამართვის თვალსაზრისით. როდესაც სხვა კონკურენტი პარტიები, კერძოდ, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველო და “ლეიბორისტული პარტია” მხოლოდ ფოკუსირებულები არიან მოსახლეობასთან შეხვედრებზე იმ რეგიონებში, სადაც მათ ჰყავთ ძლიერი კანდიდატები. ბლოკი “ქართული ოცნება” მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებს საარჩევნო კამპანიას. პარტიების უმეტესობა კამპანიისთვის იყენებს ინტერაქტიულ ვებ–გვერდებსა და სოციალურ მედიას ამომრჩეველთან ურთიერთობისთვის”, – ნათქვამია საარჩევნო გარემოს შეფასებისას.
ანგარიშში ცალკე თავი ეძღვნება წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხს და აუდიტის სამსახურის მიერ დაწესებულ ჯარიმებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ “ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის თანამოსაუბრეების გარკვეული რაოდენობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პროცედურების დაუცველობისა და საარჩევნო სუბიექტის დაჯარიმებისას შერჩევითი დამოკიდებულების გამოყენების საფუძველზე მიკერძოებულობაში სდებს ბრალს; გარდა ამისა, მათი აზრით, აუდიტის მიერ დაწესებული ჯარიმები გადაჭარბებულია. შეშფოთება ასევე იქნა გამოთქმული საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის დელეგაციების მიერ”, – ნათქვამია ანგარიშში.







