თვითმფრინავი, რომლის მგზავრებს შორის ერთ-ერთი ბრაზილიური საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელები იყვნენ, 29 ნოემბრის დილას კოლუმბიის ქალაქ მედელინთან ჩამოვარდა. BBC-ის მონაცემებით, ბორტზე 81 ადამიანი იმყოფებოდა, – 72 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი, საბოლოო მონაცემებით [12:30], მათგან 5 ადამიანი გადარჩა.
AFP-ის ინფორმაციით, მაშველებმა 25 ცხედარი იპოვეს.
#BREAKING 25 bodies recovered from Colombia air crash, five rescued alive: official
— AFP news agency (@AFP) November 29, 2016
“შაბეკოენსეს” კლუბის ფეხბურთელები სამხრეთ ამერიკის საკლუბო თასის ფინალური თამაშისათვის მიემგზავრებოდნენ. ბოლო ინფორმაციით, კლუბის ფეხბურთელებიდან მხოლოდ ალან რუშელი გადაიყვანეს საავადმყოფოში.
საფეხბურთო გუნდის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კლუბის ხელმძღვანელები დაზუსტებულ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
სავარაუდოდ, ავიაკატასტროფა თვიმფრინავის ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია.
Así quedó el avión del equipo de fútbol Chapecoense accidentado en La Unión. pic.twitter.com/syhP4R3qVw
— MiOriente (@MiOriente) November 29, 2016