ახალი ამბები

ანონსი – 29 ნოემბერი

29 ნოემბერი, 2016 • 4043
ანონსი – 29 ნოემბერი

29 ნოემბერს, 11 საათზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართება. თემა: ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გახსნილი საქმე. მის: ვაჟა-ფშაველას გამზ, 72.


13:00 საათზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)


14:30 საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი #221


16:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


29 ნოემბერს, 14:00 საათზე, დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში (#ბელიაშვილის 5) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ახალგაზრდა კარატისტებს შეხვდება და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ წარმატებას მიულოცავს.


11:30 საათზე, „პრაიმტაიმის“ პრეს კლუბში „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ პრესკონფერენციას ნარკოტიკების ე.წ. „ჩადების“ ფაქტსა და გენისპექციის არაეფექტიანი საქმიანობის შესახებ გამართავს.


10.30სთზე თბილისი მარიოტში (რუსთაველის გამზ. 13) გაიმართება მედიის განვითარების ფონდის (MDF) კონფერენცია “გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მედია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის”.


17:30-ზე სასტუმრო Holiday Inn-ში ქართული და უცხოური წვენების უპრეცედენტო მასშტაბის ბრმა დეგუსტაცია გაიმართება.


კონფერენცია ,,გამოწვევები ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისა და  ევროინტეგრაციის პროცესის გზაზე” სასტუმრო “ტიფლის პალასი” 11:00 საათი. 


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი