შესაბამისად, თბილისის საარჩევნო უბნების საოლქოდან დანიშნულ წევრებს უკვე დაურიგდათ სპეციალური შესავსები ფორმები.
მხარდამჭერთა სიების მოტანას საოლქოდან დანიშნულ წევრებს არასამუშაო დროს ან მაშინ სთხოვენ, როდესაც საარჩევნო უბანში საოლქოდან დანიშნული წევრები მორიგეობენ.
“დღეს დილით მოვიდა ვიღაც, ოფისში მე და სხვა საოლქოდან დანიშნული წევრი ვიყავით მხოლოდ. ვინ იყო, არ ვიცი, გვითხრა, რომ ‘ნაციონალური მოძრაობის’ მხარდამჭერთა სიები უნდა გადავცეთ. მხარდამჭერთა რაოდენობაზე საუბარი ჯერ არ ყოფილა, არც სანქციებზე,” – ამბობს თბილისის ერთ-ერთი უბნის საოლქოდან დანიშნული წევრი.
საუბნო კომისიებში 13 წევრიდან, 7 პარტიების მიერ, დანარჩენი 6 კი, საოლქოს მიერ, კონკურსის წესით დანიშნული წევრები არიან.
რატომ თხოვენ საუბნო კომისიის საოლქოდან დანიშნულ წევრებს მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიის შედგენას, ამ საკითხის გასარკვევად, “ნეტგაზეთი” ცესკოს დაუკავშირდა. ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა, რომ ამის თაობაზე ინფორმირებული არ არის, საკითხს მოიკვლლევს და მოგვიანებით შეძლებს ჩვენს კითხვაზე პასუხის გაცემას.