საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას- “თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა” ნდობა გამოუცხადა.
დღეს, 26 ნოემბერს, გამართულ რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა 110 ხმით 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. რეგისტრაცია 123-მა დეპუტატმა გაიარა.
რიგგარეშე სხდომაზე მთავრობის შემდეგი შემადგენლობა იყო წარდგენილი:
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძე; ფინანსთა მინიტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი გახარია; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ვიქტორ დოლიძე; ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კახი კალაძე; იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანი; განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავა; საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტზე გიორგი ჯანელიძე; ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკო;
იძულებით გადადგილებულ პირთა მინისტრის პოსტზე სოზარ სუბარი; სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დათიაშვილი; კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პოსტზე მიხეილ გიორგაძე; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე ტარიელ ხეჩიკაშვილი; თავდაცვის მინისტრისპოსტზე ლევან იზორია; შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე გიორგი მღებრიშვილი; სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე კახა კახიშვილ; გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტზე გიგლა აგულაშვილი; ხოლო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ქეთევან ციხელაშვილი.