ახალი ამბები

‘ამ ქუჩაზე და ამ ღამით დაცულია ყველა ქალი!’ – ქალების პროტესტი შევიწროების წინააღმდეგ [ვიდეო]

25 ნოემბერი, 2016 • 1980
‘ამ ქუჩაზე და ამ ღამით დაცულია ყველა ქალი!’ – ქალების პროტესტი შევიწროების წინააღმდეგ [ვიდეო]

დღეს, 25 ნოემბერს, “ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” ორგანიზებით მსვლელობა “არ დავთმოთ ღამე” გაიმართა, რომელიც ქალების შევიწროების წინააღმდეგაა მიმართული.

მსვლელობის მონაწილეები 21 საათზე მარჯანიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ. მარჯანიშვილის თეატრიდან ისინი მსვლელობით გაემართნენ დედაენის ბაღისკენ, აღმაშენებლის გამზირის გავლით, სადაც აქცია დასრულდა.

აქციის მონაწილე, სალომე ქინქლაძე ამბობს, რომ აქციის მიზანია იმის ჩვენება, რომ ქუჩა, როგორც საჯარო სივრცე, თავისუფლად შეიძლება იყოს ქალების სივრცე, რაც დღესდღეობით ქალს აქვს წართმებული. აქციის მონაწილე საუბრობს იმ ძალადობის შესახებ, რომელსაც ქალები ქუჩაში აწყდებიან, და არა მარტო ქუჩაში, არამედ სამსახურში და სხვა ადგილებში.

“ამ აქციით გვინდა გამოვხატოთ, რომ ქუჩა დაკავებულია ქალების მიერ”, – ამბობს სალომე ქინქლაძე.

აქციის მონაწილეებს მოტანილი ჰქონდათ ფოსფორის სამაჯურები და სასტვენები, რომელთა ხმა, აქციის მონაწილეების განმარტებით, ქალების პროტეტს გამოხატავს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ სლოგანებს “ეს ღამე ჩვენია!”, “ეს ქუჩა ჩვენია!”, “არ გვეშინია!”, “ამ ქუჩაზე და ამ ღამით დაცულია ყველა ქალი!”, “დევნა და თვალთვალი თამაში არ არის!”.

მსვლელობა წელს პირველად ჩატარდა საქართველოში. 25 ნოემბერს დაიწყო 16-დღიანი კამპანია გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ, რომელსაც მსოფლიოში 1991 წლიდან აღნიშნავენ.

"არ დავთმოთ ღამე" - აქცია ქალების შევიწროების წინააღმდეგ. 25.11.2016

“არ დავთმოთ ღამე” – აქცია ქალების შევიწროების წინააღმდეგ. 25.11.2016

"არ დავთმოთ ღამე" - აქცია ქალების შევიწროების წინააღმდეგ. 25.11.2016

“არ დავთმოთ ღამე” – აქცია ქალების შევიწროების წინააღმდეგ. 25.11.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი