მათ, ვინც სარგებლობს თიბისი ბანკის განახლებული იტნერნეტ ბანკითა და მობაილ ბანკით, ეძლევა უნიკალური შანსი, მოიგოს თანამედროვე ადამიანისათვის ყველაზე საჭირო და სასურველი პრიზები – iPhone4, iPAD 3G და MacBook Pro, რომლებსაც თიბისი ბანკი 12 სექტემბერს, ლოტოტრონის საშუალებით გაათამაშებს.
ლოტოტრონში მოთავსებული იქნება იმ მომხმარებელთა ბილეთები, რომლებმაც აგვისტოში, თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის საშუალებით, მინიმუმ 3 განსხვავებული ტრანზაქცია შეასრულეს და დააგროვეს გათამაშების ბილეთები.
12 სექტემბერს, 20:00 საათიდან გათამაშების მოანწილეებს შეუძლიათ, ონლაინ რეჟიმში, ლაივსტრიმის მეშვეობით, თვალი ადევნონ გათამაშებას, რომელიც თიბისი ბანკის Facebook გვერდზე (facebook.com/TBCBank) შედგება. გათამაშებაზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომელიც მოიგებს iPhone4, iPAD 3G და MacBook Pro-ს.
გარდა ამისა, გათამაშება ამით არ სრულდება. მათ, ვინც ჯერ კიდევ არ სარგებლობს თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით, ან აგვისტოს გათამაშებაში არ გაუმართლა, ეძლევა შანსი, მოიგოს Apple_ის პრიზები 12 ოქტომბერს და 12 ნოემბერს. ხოლო წლის ბოლოს, 8 დეკემბერს გათამაშდება სუპერ-პრიზი: ავტომობილი KIA Sportage! ამავე დროს, დეკემბრის გათამაშებაში ჩაითვლება ის ბილეთებიც, რომლებიც მომხმარებელმა წინა თვეებში, ტრანზაქციების შესაბამისად დააგროვა.
შეგახსენებთ, ყოველთვიურად განხორციელებულ მინიმუმ 3 განსხვავეულ ტრანზაქციაზე მომხმარებელს გადაეცემა გათამაშების 1 ბილეთი.
ასე რომ, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკი, დარეგისტრირდით ინტერნეტ ბანკის ვებ-გვერდზე :www.tbconline.ge ან გადმოტვირთეთ თიბისი ბანკის მობაილ ბანკის აპლიკაცია App Store-დან ან Google Play-დან, დაიწყეთ ინტერნეტ ბანკისა და მობაილ ბანკის აქტიური მოხმარება, დააგროვეთ ბილეთები და მოიგეთ თქვენი ოცნების ავტომობილი KIA Sportage!
მანქანის მოგება არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი!