ზოოპარკის ადმინსიტრაციის ცნობით, ბოკვერები ზოოპარკის ლომებს – სიმბას და ნალას ეყოლათ. ზოოპარკის თანამშრომლებმა ცოტა ხნის წინ შეძლეს მათთან შესვლა და ფოტოების გადაღება.
“პატარებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო პროცედურა და ვეტერინარების მუდმივი ყურადღების ქვეშ არიან. ვოლიერში დამატებით შევიტანეთ თივა და ყველა საჭირო ინვენტარი. ამ წყვილისათვის ეს პირველი შთამომავლობაა და საბედნიეროდ ორივე მშობელი შვილების მიმართ დიდ მზრუნველობას იჩენენ. ეს ფოტოებიც სულ რამდენიმე წუთის წინაა გადაღებული”, – ნათქვამია თბილისის ზოოპარკის განცხადებაში.




