ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში ჰომოსექსუალური კავშირების ფაქტებით სამართალდამცავები დაინტერესდნენ

25 ნოემბერი, 2016 • 1127
აფხაზეთში ჰომოსექსუალური კავშირების ფაქტებით სამართალდამცავები დაინტერესდნენ

რუსეთის პროსახელისუფლებო გამოცემა Sputnik-ის ცნობით, 23 ნოემბერს “გაგრის რაიონში მოქალაქეთა შეკრებები გაიმართა, რომელიც პროვოცირებული იყო ჭორებით აფხაზეთში, კონკრეტულად გაგრასა და ბიჭვინთაში, ჰომოსექსუალური კავშირების ფაქტების გამოვლენის შესახებ. გაგრის რაიონის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ  23 ნოემბრის მღელვარების შემდეგ სიტუაციას აკონტროლებს”.

გაგრის რაიონული კრების ხელმძღვანელმა ასტან აგრბამ გამოცემა Sputnik-ს განუცხადა, რომ გაგრაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

“გუშინ შეიკრიბა ხალხი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით უკმაყოფილოა. საქმე საკუთარ კონტროლზე აიღეს სამართალდამცავმა ორგანოებმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ხალხი დამშვიდდა, როდესაც იგრძნო, რომ ხელისუფლების ორგანოები სიტუაციას აკონტროლებენ”, – განაცხადა მან.

გამოცემის ცნობით, “მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია ვიდეოჩანაწერმა, რომელიც უცნობმა პირებმა ინტერნეტითა და მესენჯერით გაავრცელეს, სადაც ჩანს ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი კომერციული საწარმოს იურისტს ჰგავს და საუბრობს იმის შესახებ, რომ მისი კომპანიის თანადამფუძნებელი, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მიზნით, თითქოს ზოგიერთ ადგილობრივ მცხოვრებს ჰომოსექსუალური კავშირებისკენ უბიძგებდა. გაგრის რაიონის ხელმძღვანელის, ზაურ ბგანბას განცხადებით, სამართალდამცავები ინფორმაციას ამოწმებენ”.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო გაგრის რაიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი