სენატორებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოში სამართლიანი არჩევნები ჩატარდება და არჩევნებში სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება:
“NDI–ს, IRI–ს და ეუთოს სადამკვირვებლო მისიები უკვე აქ არიან და არჩევნებთან დაკავშირებით მათ შეფასებებს ჩვენს შეხედულებებზე დიდი მნიშვნელობა ექნება. საქართველოს მოსახლეობა იმსაუხრებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ არ ვანიჭებთ უპირატესობას რომელიმე კანდიდატს, მაგრამ ვამაყობთ იმ პროგრესით, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია და ვაფასებთ საქართველოს დიდ წვლილს, რომელიც მას ავღანეთში შეაქვს”, – განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა.
“საქართველო წარმატებული ქვეყანაა, თუმცა ეს არ არის ამ გზის საბოლოო წერტილი. ჩვენ გვინდა მეტი დემოკრატია და მეტი თავისუფლება. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს რომელიმე პარტიას, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს და ვგმობთ რუსულ აგრესიას. ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი გახდეს თავდაცვითი შეიარაღება”, – აღნიშნა სენატორმა ჯონ ლიბერმანმა.
სენატორ ლინდსი გრემის განცხადებით, ეს არჩევნები ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი იქნება:
“აქ ყველა ერთმანეთზე ჩივის და თავი ამერიკაში მეგონა. ჩემი ოცნებაა საქართველო ნატოს წევრი გახდეს, მოვა ის დღე, როცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გათავისუფლდება”, – განაცხადა სენატორმა.
ჯონ მაკკეინი კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერებთან შეხვედრასაც შეეხო:
“შევხვდით ბატონ ივანიშვილს და მას მტკიცედ აქვს გდაწყვეტილი გაწყვიტოს კავშირები რუსეთთან და მისი სურვილია, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია, ქვეყანა იყოს თავისუფალი და ნატოს წევრი. ჩვენ აშკრად ვიღებთ მის სიტყვებს. საქართველოს მოქალაქეები არჩევანს თვითონ გააკეთებენ”, – განაცხადა მაკკეინმა.
ამერიკელმა სენატორებმა დღეს შეხვედრები გამართეს როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან, ასევე კოალიცია “ქართული ოცნების” და “ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის” ლიდერებთან.








