ახალი ამბები

ევროპარლამენტი: რუსეთის და დაეშის მხრიდან პროპაგანდისტული ზეწოლა იზრდება

23 ნოემბერი, 2016 • 1840
ევროპარლამენტი: რუსეთის და დაეშის მხრიდან პროპაგანდისტული ზეწოლა იზრდება

ევროპარლამენტის მიერ დღეს, 23 ნოემბერს, მიღებული რეზოლუცია ამბობს, რომ ევროკავშირზე რუსეთისა და ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან პროპაგანდისტული ზეწოლა იზრდება.

“ეს არის სიმართლის დამახინჯების, შიშის დათესვის, ეჭვის პროვოცირების, ევროკავშირის გაყოფის მცდელობა,” – მიიჩნევენ ევროპარლამენტარები.

მათი აზრით, ანტიევროპული კამპანიის საპირწონედ ევროკავშირის “სტრატეგიული კომუნიკაციები” უნდა გაძლიერდეს, რაც მეტი ინვესტიციის ჩადებას გულისხმობს ცნობიერების ამაღლების, განათლების, ონლაინ და ადგილობრივი მედიის, საგამოძიებო ჟურნალისტისკის და ინფორმირებულობის კუთხით.

რეზოლუცია ამბობს, რომ ევროკავშირი უნდა დაუპირისპირდეს რუსეთისგან, დაეშისგან, ალ-ქაიდასა და სხვა ტერორისტული ჯგუფებისგან წამოსულ დეზინფორმაციულ კამპანიას და პროპაგანდას.

რეზოლუციის ტექსტის მიხედვით, კრემლი ევროკავშირის წინააღმდეგ პროპაგანდას ყირიმის ანექსიის და დონბასში ჰიბრიდული ომის წამოწყების შემდეგ იყენებს. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ რუსეთი პროპაგანდისთვის იყენებს ინსტრუმენტების ფართო სპექტრს, როგორიცაა ანალიტიკური ცენტრები, მრავალენოვანი ტელევიზიებს, მაგალითად, “Russia Today”-ს, ფსევდოსაინფორმაციო სააგენტოებს და მულტიმედია პლატფორმებს, მაგალითად, “სპუტნიკი” და ინტერნეტ ტროლებს.

რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეები ასევე დაეშის მთავარი სამიზნეებიც არიან. მათი აზრით, უნდა შემუშავდეს ნარატივი დაეშის წინააღმდეგ, რომელიც იმ მუსლიმი სწავლულების ხილვადობას გაზრდის, რომელთაც  დაეშის პროპაგანდის დელეგიტიმაზაციის შესაძლებლობა აქვთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი