ელჩი ნორლანდი, რომელიც 32 წელია, დიპლომატიურ სამსახურშია, ორი ქვეყნის 20-წლიანი ურთიერთობების ისტორიაში საქართველოში აშშ-ის მეშვიდე ელჩია.
საქართველოში ჩამოსვლამდე, ელჩი ნორლანდი აშშ-ის ომის ეროვნული კოლეჯის მეთაურის მოადგილე იყო. 2007-10 წლებში ელჩი ნორლანდი უზბეკეთში აშშ-ის ელჩად მსახურობდა. ამას გარდა, ორი წლის განმავლობაში, ის ავღანეთში აშშ-ის ელჩის მოადგილედ მუშაობდა. ელჩი ნორლანდი ლატვიაში აშშ-ის ელჩის მოადგილეც იყო.
ელჩმა ნორლანდმა იცის რუსული, ფრანგული და ნორვეგიული. მას და მის მეუღლეს, მერი ჰარტნეტს ორი შვილი ჰყავთ.








