ახალი ამბები

ჩანთაში ნაპოვნი მოკლული კაცის საქმეზე ბრალდებულები დააკავეს

23 ნოემბერი, 2016 •
ჩანთაში ნაპოვნი მოკლული კაცის საქმეზე ბრალდებულები დააკავეს

შსს-ს ცნობით, თბილისში, ჩანთაში ნაპოვნი მოკლული კაცის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს: 29 წლის ო.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 43 წლის დ.წ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

“ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ნაცნობს – 1976 წელს დაბადებულ გ.მ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი რამდენიმე საათის შემდეგ შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. დანაშაულის დაფარვის მიზნით ო.ა.-მ ცხედარი თავისი საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსოში დამალა. ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს,”- აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაზე (საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 376-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი