ახალი ამბები

სააკაშვილი: ჰოლივუდს სადა აქვს ეგეთი ღიმილი[video]

5 სექტემბერი, 2012 • • 1507
სააკაშვილი: ჰოლივუდს სადა აქვს ეგეთი ღიმილი[video]

“ჰოლივუდს სადა აქვს ეგეთი ღიმილი, რას ლაპარაკობთ. არ გაიგონ, თორემ, ჩამოცვივდებიან და წაგიყვანენ ყველას, სადა გვყავს ჩვენ ჰოლივუდში გასაგზავნი ქალბატონები, ძალიან მაგრები არიან”, – დღეს, 5 სექტემბერს განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გურიაში, პროგრამა “ღიმილიანი საქართველოს” მიმდინარეობის მონახულებისას.

“გურიაში ძალიან ლამაზი ქალბატონები გვყავს, მაგრამ როცა ეს პრობლემა უჩნდება[კბილების], არც ღიმილი უხარია, არც სამსახურში მისვლა უხარია, გარეთ გამოსვლა არ უხარია და მერე მთელი ორგანიზმი ავადდება და ამიტომ კბილები არ არის ჩვენი ახირება. ყველაზე ძვირი და ყველაზე მიუწვდომელი არის ეს. ეს პროგრამა რომ დამთავრდეს, დაჭირდება 1–2 წელი მაინც. ჩვენ უნდა დავამატოთ ავტობუსები და ასე სოფელ–სოფელ წავყვეთ, ხოლო იმ ქალაქებში, სადაც არის პოლიკლინიკები, იქ ადგილზე უნდა მიოვიყვანოთ. სოფელში იმიტომ გვინდა ეს ავტობუსები, რომ ბევრგან არ არის კარგი სტომატოლოგიური ცენტრები და ხალხს ფულიც არა აქვს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. შეხვედრის ამსახველი ფოტო–ვიდეო მასალა პრეზიდენტის პრესსამსახურმა გავრცელა.

 

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიცირებული პროგრამა “ღიმილიანი საქართველო” გურიაში 11 აგვისტოს ამოქმედდა. ადგილობრივი და თბილისიდან ჩასული მედიკოსების ჯგუფი 50 წელს ზემოთ მყოფ მოსახლეობას უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას უწევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი