ახალი ამბები

ანონსი – 23 ნოემბერი

22 ნოემბერი, 2016 • 1426
ანონსი – 23 ნოემბერი

გთავაზობთ 23 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს.

11:00 საათზე,  სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით “აუდიტორია 115”-ის პრესკონფერენცია გაიმართება. საკონტაქტო პირები: 593 46 76 56 – ნუცა ბასილაშვილი.

11:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია “პირველის პრესკლუბში” პრესკონფერენციას გამართავს.   თემა: მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატები და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.  მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს-ცენტრი დიდუბე პლაზა, მე-2 სართული.

11:00 საათზე ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მეთაურის უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონია გაიმართება.
მის: დაბა ვაზიანი, IV მექანიზირებული ბრიგადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი