ახალი ამბები

დავით დარჩიაშვილი: ჩვენი ინიციატივა ყოველთვის იყო პროგრამებზე საუბარი და არა მტრული გარემოს შექმნა

3 სექტემბერი, 2012 •
დავით დარჩიაშვილი: ჩვენი ინიციატივა ყოველთვის იყო პროგრამებზე საუბარი და არა მტრული გარემოს შექმნა

“ეს დასკვნა ძალიან კარგად აჩვენებს, რომ საკმაოდ პლურალისტული, მრავალფეროვანი და დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს. ცალკეული ხარვეზები, რომ არის ეს ბუნებრივია. თუ ვიღაცა ვერ ანსხვავებს პარტიასა და სახელმწიფოს ერთმანეთისგან, ანგარიშში იქვე არის ნათქვამი, რომ ეს არის ურთულესი თემა, მმართველი პარტია და სახელმწიფო. რაღაც კითხვები შეიძლება ჩნდებოდეს, მაგრამ ამ კითხვებზე პასუხი კანონით არის გაცემული, უწყებათაშორისი ჯგუფის მუშაობითაც მათ შორის”, – ამბობს “ნეტგაზეთთან” დარჩიაშვილი.

კითხვაზე, რამდენად ეთანხმება ანგარიშში გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომ ორი  უდიდესი  საარჩევნო  სუბიექტი  ერთმანეთის  მტერია  და  არა პოლიტიკური  მოწინააღმდეგე,  ან  საარჩევნო  ოპონენტი, დარჩიაშვილი გამორიცხავს მმართველი პარტიის მხრიდან მტრული განწყობის შექმნას.

“საიდან მოდის ეს მტრობის სუნი. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, როდესაც საქმე დებატებს შეეხება, ეს კითხვები გაჩნდება. მაგრამ ჩვენი ინიციატივა ყოველთვის იყო, რომ ჩვენს პროგრამებზე გვესაუბრა და არა ასეთი ტიპის ბრალდებებზე”, – აღნიშნავს დარჩიაშვილი.


მასალების გადაბეჭდვის წესი