კითხვაზე, რამდენად ეთანხმება ანგარიშში გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომ ორი უდიდესი საარჩევნო სუბიექტი ერთმანეთის მტერია და არა პოლიტიკური მოწინააღმდეგე, ან საარჩევნო ოპონენტი, დარჩიაშვილი გამორიცხავს მმართველი პარტიის მხრიდან მტრული განწყობის შექმნას.
“საიდან მოდის ეს მტრობის სუნი. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, როდესაც საქმე დებატებს შეეხება, ეს კითხვები გაჩნდება. მაგრამ ჩვენი ინიციატივა ყოველთვის იყო, რომ ჩვენს პროგრამებზე გვესაუბრა და არა ასეთი ტიპის ბრალდებებზე”, – აღნიშნავს დარჩიაშვილი.
