“მე ვფიქრობ რომ ეს არის სასაცილო, რადგანაც ცესკოში ახლა ვერაფერს ისეთს ვერ ნახავ, რამაც შეიძლება გაფიქრებინოს, რომ ვინმე ემზადება არჩევნების გაყალბებისთვის და მათ, ვინც არ უნდა მივიდეს იქ შეუძლიათ ისეთი სიტუაცია აჩვენონ როგორიც მომგებიანი იქნება მათთვის, მე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ამ თემაზე არ მილაპარაკია, მე მისი პასუხი ამაზე არ ვიცი, თუცა მე შემიძლია ჩემი პასუხი მოგახსენოთ ამ თემაზე. ცენტრალური საარჩევნო კომისია არ არის ნეიტრალური ორგანო, იგი არის პოლიტიზირებული ორგანო”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ, მისი თქმით ცეკოს ის, რომ ცესკო პოლიტიზირებულია მაში გამოვლინდა, როდესაც კოალიცია “ქართულ ოცნებას” ჩამოეთვა საარჩევნო ნომერი 7:
“მე მახსოვს, ამ კომისიის თავმჯდომარის, ბატონი ხარატიშვილის ირონიული თუ იქედნური განცხადება ერთ-ერთ ეთერში, როდესაც ის ამბობდა, რომ ძალიან კარგად იცოდა რა გზებით შეიძლებოდა 7-ის შენარჩუნება. თუკი ამ საარჩევნო კომისიის თავმდჯომარემ, რომელმაც თურმე იცოდა როგორ შეიძლებოდა ქართული ოცნება აცდენოდა ამ სირთულეებს, არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო ახლა კი იწვევს ბიძინა ივანიშვილს თავისი საქმიანობის გასაცნობად, მემგონი მას ძალიან ეშლება და თვითონვე უნდა იცოდეს პასუხი, რომ ბიძინა ივანიშვილი მასთან არ მივა”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
“ცესკო-ს შენობა დაიხურება ერთი საათით ან ორი საათით, ან შეაჩერებენ როგორც წინა არჩევნებზე შეაჩერეს, გადაწერენ უწყისებს, გამოყრიან ჩვენი კომისიის წევრებს და ასე შემდგომ, და გამოიტანენ და დადებენ შედეგებს, რასაც წინასწარ ოცნებობს, სააკაშვილის ოცნებები დავარქვი მე მაგას, ისიც გაყალბებული ოცნებები…”- განაცხადა ივანიშვილმა გადაცემაში “მთავარი კითხვა”, რის შემდეგაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიძინა ივანიშვილი 3 სექტემბერს, ოფიციალურად დაპატიჟა ცესკოში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გასაცნობად.







