ახალი ამბები

კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას 22 ნოემბერს წარადგენს

21 ნოემბერი, 2016 • 1268
კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას 22 ნოემბერს წარადგენს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, 22 ნოემბერს, 14:00 საათზე საქართველოს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს წარადგენს.

საქართველოს მთავრობას მოვალეობის შესრულება, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, 2016 წლის 18 ნოემბრიდან დაეკისრა, რაც განაპირობა საქართველოში ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა. პარლამენტის პირველი სხდომა 2016 წლის 18 ნოემბერს ჩატარდა.

საქართველოს პარლამენტმა, სავარაუდოდ, ამ კვირაში უნდა განიხილოს საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხი.

მასალების გადაბეჭდვის წესი