სიის პირველი ნომერი თამარ ჯუღელია, ხოლო თვითონ პარტიის ლიდერი – სერგო ჯავახაძე სიის მეშვიდე ნომერია.
თამარ ჯუღელის განმარტებით, პარტიას აქვს მოლოდინი, რომ ისინი 5%-ზე მეტს აიღებენ არჩევნებში და სწორედ ამიტომაც პარტიის ლიდერი სერგო ჯავახაძე პარტიულ სიაში მეშვიდე ადგილზე მოხვდა.
პარტიულ სიაში სულ 129 ადამიანია. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი სერგო ჯავახაძეა.