ახალი ამბები

მთავრობა: კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს წარადგენს

20 ნოემბერი, 2016 • 1200
მთავრობა: კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს წარადგენს

“პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს”, – ამის შესახებ განცხადებას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, პრეზიდენტმა პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. მისივე განკარგულებით, არსებულ მინისტრთა კაბინეტს მოვალეობის შესრულება დაეკისრა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტის მომავალ წევრებს 22 ნოემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მთავრობას ლეგიტიმაციისთვის პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება ესაჭიროება, საუბარია უბრალო უმრავლესობაზე. დღეს ტელეკომპანიებმა რუსთავი 2-მა და იმედმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტრთა ახალი შემადგენლობის კანდიდატების დასახელებას კვირიკაშვილი არა ზეგ, არამედ ხვალ აპირებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი