ახალი ამბები

ნარმანია: მთავრობის შემადგენლობის ძირითადი ნაწილი იქნება იგივე

20 ნოემბერი, 2016 • 1772
ნარმანია: მთავრობის შემადგენლობის ძირითადი ნაწილი იქნება იგივე

“მთავრობის შემადგენლობის ძირითადი ნაწილი იქნება იგივე”, – ეს განცხადება თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გააკეთა დღეს, 20 ნოემბერს.

“მთავრობის შემადგენლობის ძირითადი ნაწილი იქნება იგივე, ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის. გარკვეული შემადგენლობა განახლდება და განახლებული შემადგენლობით საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად შეუდგება… გააგრძელებს მუშაობას იმ ძირითადი მიმართულებებით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს არჩეული”, – განაცხადა ნარმანიამ.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის და იმედის ინფორმაციით, მმართველი გუნდი მთავრობის მომავალ შემადგენლობას, რომელსაც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ხვალ დაასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი