ახალი ამბები

‘ნაცმოძრაობის’ წინასაარჩევნო ყრილობა 8 სექტემბრამდე გადაიდო

30 აგვისტო, 2012 •
‘ნაცმოძრაობის’ წინასაარჩევნო ყრილობა 8 სექტემბრამდე გადაიდო

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს რუსეთ–საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან განხორციელებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ოჯახებს. ბატონი სოლომონ წიკლაური, არჩილ ჩოხელი და ვლადიმერ ხვედელიძე შეეწირნენ ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას.

 

ჩვენი ყველას ვალი არის, სათანადო პატივი მივაგოთ დაღუპული სამართალდამცავების ხსოვნას, ამიტომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო გადაწყვეტილება, პირველ სექტემბერს დაგეგმილი წინასაარჩევნო ყრილობა ერთი კვირით გადადოს”, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრეს–სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

მმართველი პარტიის წინასაარჩევნო ყრილობა, რომლის გამართვაც პირველ სექტემბერს საქართველოს 11 ქალაქში იყო დაგეგმილი, 8 სექტემბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი