ახალი ამბები

მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ძალაში შევიდა

18 ნოემბერი, 2016 •
მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ძალაში შევიდა

146 ხმით არც ერთის წინააღმდეგ დეპუტატებმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება ცნეს.

კენჭისყრამდე დროებითი სამანდატო კომისიის  თავმჯდომარემ,  გიორგი კახიანმა ახალარჩეული პარლამენტის 150 წევრის ვინაობა დაასახელა.  ამის შემდეგ ახალარჩეულმა დეპუტატებმა უფლებამოსილების ცნობას მისცეს ხმა და ფიცი დადეს.

ფიცის ტექსტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ წაიკითხა:

“მე, სრულიად საქართველოს წარმომადგენელი და მისდამი ანგარიშვალდებული, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ კეთილსინდისიერად აღვასრულებ პარლამენტის წევრის უფლება-მოვალეობებს, ვიქნები კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და მთლიანობის, ხალხის ინტერესების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, საქართველოს ძლევამოსილების დაცვის სამსახურში.”

ფიცის დადების შემდეგ სხდომათა დარბაზში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი