ახალი ამბები

მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევით ‘ნაცმოძრაობა’ ლიდერობს

25 აგვისტო, 2012 • 1125
მმართველი პარტიის დაკვეთით ჩატარებული კვლევით ‘ნაცმოძრაობა’ ლიდერობს

“ეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საუკეთესო მაჩვენებელია ამ მარათონის განმავლობაში. მისთვის კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს! ასევე შეგახსენებთ, ჩვენს გამარჯვებამდე უკვე 37 დღე რჩება”, – ნათქავმია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვებგვერდზე, სადაც კვლევის შემოკლებული ვარიანტიცაა წარმოდგენილი.

 

“ჩვენ ვთვლით, რომ ეს მონაცემი საუკეთესოდ ასახავს შედეგებს იმ შემთხვევისთვის, დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს”, – აღნიშულია კვლევაში, რომლის მიხედვითაც იმ ამომრჩევლებიდან, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის მიღებას სავარაუდოდ აპირებენ, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ხმას 55%, ხოლო “ქართულ ოცნებას” 33% აძლევს.

 

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა მყარი 69% 1 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას მოელის, რაც 2008 და 2010 წლების არჩევნების წინა პერიოდთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალი მაჩვენებლია.

 

GQR–მ პოლიტიკური ლიდერების მიმართ კეთილგანწყობაც გაზომა, სადაც კვლავ ნაცმოძრაობა ლიდერობს:

 

“ამომრჩეველი 51-28%-იანი უპირატესობით პრეზიდენტისადმი პირად რეიტინგში უფრო კეთილგანწყობილია, ვიდრე არაკეთილგანწყობილი. ამისგან განსხვავებით, საზოგადოების უმრავლესობა ოპოზიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მიმართ არაკეთილგანწყობილია 39-32% პროპორციით”, – ვკითხულობთ კვლევაში.

 

GREENBERG QUINLAN ROZNER-ი საქართველოში კვლევებს მმართველი პარტიის დაკვეთით ახორციელებს. კვლევა მთელი საქართელოს მასშტაბით 1–6 აგვისტოს ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ 1500 ადამიანი გამოიკითხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი