ახალი ამბები

ანონსი – 15 ნოემბერი

15 ნოემბერი, 2016 •
ანონსი – 15 ნოემბერი

15 ნოემბერს, 11:30-ზე, ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გამართავს პრესკონფერენციას

თემა: ლარის კურსი, მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები, მინისტრთა კაბინეტის ცვლილება, საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება, პარტიის გეგმები.


 

15 ნოემბერს, 12:00-ზე, ,,პრაიმტაიმის” პრესკლუბში, ახალი პოლიტიკური ცენტრის- ,,გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გამართავს პრესკონფერენციას

თემა: ლარის გაუფასურება, მინისტრთა კაბინეტის ცვლილება, საპარლამენტო თანამდებობები, პარტიის სამომავლო გეგმები.


 

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით,  15 ნოემბერს, 16.00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში, ტოლერანტობის საერთაშორისოდღის აღსანიშნავად აწყობს გამოფენასუწყვეტი მრავალფეროვნება.“


 

12:00 საათზე – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ყოფილ მსჯავრდებულის – თ.რ-ს წამებასა და არაადამიანურ მოპრყობაში სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ყოფილი თანამშრომლების წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართავს.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი 12-კმ N6


მიმდინარე აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, 15 ნოემბერს, 13 საათზე,  საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენციას გამართავს.

ადგილი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მისამართი: უზნაძის 52


09:30 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, დაავადებათა კონტროლის ცენტრის 20 წლის იუბილეს ფარგლებში, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება.

მისამართი: აკ. წერეთლის გამზ. #118, („ექსპოჯორჯიას“ მესამე პავილიონი)


 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი