ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სოფიო კილაძე უხელმძღვანელებს

14 ნოემბერი, 2016 •
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სოფიო კილაძე უხელმძღვანელებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე სოფიო კილაძეს წარადგენენ – ამის შესახებ განცხადება „ქართულმა ოცნებამ” გაავრცელა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – გედევან ფოფხაძე, მოადგილე კი – რატი იონათამიშვილი იქნება.
კილაძე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო ნაძალადევის მე-17 ოლქში, სადაც არჩევნების მეორე ტურში ხმათა 77.53% მიიღო.

სოფო კილაძე 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯერ იყო საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, შემდეგ კი, შსს აკადემიის პრორექტორი; 2016 წლის მაისიდან არის “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი. პროფესიით იურისტია, 2003-2011 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, დაამთავრა ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2008-2011 წლებში მუშაობდა ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის პროექტზე.

რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზადულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას, “ქართული ოცნება” მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას წარადგენს. პირველი მოადგილის თანამდებობაზე შოთა ხაბარელის, მოადგილის თანამდებობაზე კი ბიძინა გეგიძის კანდიდატურების წარდგენა იგეგმება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი