ნეტგაზეთი გთავაზობთ 14 ნოემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
09:00 საათზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. მისამართი: იუსტიციის სამინისტრო, გორგასლის 24ა
10:30 საათზე, დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ჟვანიას კლინიკის ორგანიზებულ აქციას დაესწრება, რომლის ფარგლებშიც, დიაბეტის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საზეიმო მიღება გაიმართება და კლინიკის ენდოკრინოლოგები უცხოელ სპეციალისტებთან ერთად უფასო სამედიცინო კონსულტაციებს, ასევე შაქრიანი დიაბეტის სკრინინგს ჩაატარებენ. მისამართი: თბილისი, ლუბლიანას ქ. 21 (თსსუ გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა) საკონტაქტო პირი: სოფო ჭუმბურიძე – 599 120009
11:30 საათზე „პირველის პრესკლუბში“ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ლევან სამუშია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, არასაპარლამენტო პარტიებისგან შექმნილი სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბება, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა
12:00 საათზე „პირველის პრესკლუბში“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, არასაპარლამენტო პარტიებისგან შექმნილი სამუშაო ფორმატის ჩამოყალიბება, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: 595 03 77 22 ეკა








