სტიქიამ ქვემო ქართლში ყველაზე მეტად მარნეული დააზარალა

ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის თქმით, სტიქიის შედეგად უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა მარნეულის მუნიციპალიტეტის თამარისის საკრებულოს რამდენიმე სოფელში, სადაც მოსახლეობას ბოსტნეული კულტურის მოსავალი გაუნადგურდა.

 

გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში დაზარალებულ ოჯახებზე კომპენსაცია გაიცეს.

 

“ზუსტი ზარალის ოდენობა რამდენიმე საათში გვეცოდინება. არ გამოვრიცხავ კომპენსაციებს იმ სოფლებში, სადაც მოსახლეობა მოსავლის გარეშეა დარჩენილი. რაც შეეხება რუსთავს, სტიქიამ დააზიანა რამდენიმე მანქანა და საცხოვრებელი სახლის სახურავები, ამ სახლებში უკვე მიდის სამშენებლო მასალების შეტანა, ხოლო ნახევრადსარდაფებში მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა,” – განუცხადა დავთ კირკიტაძემ “ნეტგაზეთს”

 

გუბერნატორის ინფორმაციით, რუსთავში ექვსი საცხოვრებელი სახლია სახურავის გარეშე დარჩენილი, ასევე, ხის დაცემის შედეგადად დამტვრებულია ორი მანქანა, თუმცა მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის.  

 

გუშინ საღამოს ქვემო ქართლის რეგიონში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა, სტიქიას თან ახლდა ძლიერი ქარიც, რამაც ქალაქ რუსთავის დატბორვა და სახლების დაზიანება გამოიწვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge