ივანიშვილის თქმით, ცაგერში კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება ადგილობრივი ფერმერი მამუკა ჩაჩხიანი.
კოალიციამ კანდიდატები შეცვალა ორ მუნიციპალიტეტში: თეთრიწყაროში მამუკა აბულაძის ნაცვლად კენჭს იყრის ადვოკატი და ყოფილი მოსამართლე შალვა ხაჭაპურიძე, ხოლო თერჯოლაში –პროფესორ ომარ ნიშნიანიძის ნაცვლად დიპლომატი ზაალ გოგსაძე.
ამ დროისთვის კოალიცია “ქართულ ოცნებას” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არ დაუსახელებია მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში: ბიძინა ივანიშვილის თქმით, ნინოწმინდასა და მარნეულში ისინი კანდიდატებს უახლოეს მომავალში დაასახელებენ.