ახალი ამბები

სუს-მა თაღლითობის ბრალდებით რუსთავის ციხის ინსპექტორი დააკავა

11 ნოემბერი, 2016 • 1455
სუს-მა თაღლითობის ბრალდებით რუსთავის ციხის ინსპექტორი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ანტიკორუფციულმა სააგენტომ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციალური სისტემის რუსთავის N16-ე დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათელა ჯინჭარაძე  მოქალაქეს  თავისი ახლობლის, ქ.რუსთავის N17-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი  ბრალდებულის სახით დააკავეს”,- განაცხადეს დღეს, 11 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით,  რაც  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი