ახალი ამბები

საკრებულოდან პარლამენტში გადანაცვლებული დეპუტატების აქტივობები თვითმმართველობაში

10 ნოემბერი, 2016 •
საკრებულოდან პარლამენტში გადანაცვლებული დეპუტატების აქტივობები თვითმმართველობაში

“ნეტგაეთმა” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან გამოითხოვა ინფორმაცია საკრებულოს იმ დეპუტატების სხდომებში მონაწილეობის შესახებ, რომლებიც 2016 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტის დეპუტატები გახდებიან.

2014-2016 წლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ 73 სხდომა ჩატარდა. საკრებულოს 4 დეპუტატიდან, რომლებიც საქართველოს პარლამენტში შევიდნენ, ყველაე გამცდენი “ქართული ოცნების” მომავალი მაჟორიტარი დეპუტატი ნინო გოგუაძეა, რომელიც სხდომების თითქმის ნახევარს არ დასწრებია.

ამ 4 დეპუტატიდან ყველაზე ნაკლები სხდომა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მომავალმა დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ და “ქართული ოცნების” მომავალმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი აბუსერიძემ გააცდინეს.

საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2014 წლის 15 ივნისიდან 2016 წლის 8 ნოემბრამდე საკრებულომ 337 დადგენილება და 1243 განკარგულება მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი