ახალი ამბები

უფასო პოლიტიკური რეკლამით ოთხი საარჩევნო სუბიექტი ისარგებლებს

17 აგვისტო, 2012 •
უფასო პოლიტიკური რეკლამით ოთხი საარჩევნო სუბიექტი ისარგებლებს

1.„შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

2.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – მეტი სარგებელი ხალხს“

3.„გიორგი თარგამაძე – ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“

4.„ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“

აღნიშნული „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად ხორციელდება.


აღნიშნული მუხლის თანახმად, კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს ამ მუხლის მიზნებისთვის წარმოადგენს საარჩევნო სუბიექტი, რომელში გაერთიანებული პარტიაც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნას:

ა) დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტი;
ბ) დამოუკიდებლად მონაწილეობდა ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით არჩევნებში და მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით;
გ) გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 4 პროცენტი, და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი;
დ) გაერთიანებული იყო საარჩევნო ბლოკში, რომელმაც ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული წესით არჩევნებში მიიღო ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 3 პროცენტი ქვეყნის მასშტაბით, და იყო ამ ბლოკის პირველი ნომერი.  

მასალების გადაბეჭდვის წესი