ახალი ამბები

ანონსი – 10 ნოემბერი

9 ნოემბერი, 2016 •
ანონსი – 10 ნოემბერი

გთავაზობთ 10 ნოემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

 


09:30 საათზე, ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ოფიციალურად გაიხსნება. მედიის წარმომადგენლებთან სწავლების მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრებენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.  აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლები ვაზიანის ბრიგადის შესასვლელთან 08:30 საათზე უნდა მივიდნენ. მისამართი: ვაზიანი, IV მექანიზირებული ბრიგადა. საკონტაქტო პირები: ირაკლი გურგენიძე – 577198866; თეო კერძევაძე – 577190096.


10:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და „ICT ბიზნეს საბჭოს“ ორგანიზებით 10 ნოემბერს, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ რიგით IX ყოველწლიური რეგიონული კონფერენცია (გამოფენა, დაჯილდოება) გაიხსნება, რომლის მთავარი თემაც კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებებია. ადგილი: სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“.


10:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის  ურთიერთგაგების მემორანდუმის ფორმდება. მისამართი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,  ჭოველიძის N10ა.


11:00 საათზე, თბილისის მერი დავით ნარმანია ჩუღურეთის რაიონში ახალ სკვერს გახსნის. მისამართი: გორკის N28 საკონტაქტო პირი: რიტა ყაველაშვილი – 577733182.


11:00 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ლორთქიფანიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის ქ #116, ბიზნესცენტრი დიდუბე პლაზა, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა – 595018249.


11:30 საათზე, “პირველის პრესკლუბში” “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის ქ #116, ბიზნესცენტრი დიდუბე პლაზა, მე-2 სართული. საკონტაქტო პირი: ეკა – 595018249.


12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნება სტეფანო პაოლინის სახელობის იტალიური ბიბლიოთეკა. ღონისძიებას დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. იტალიური ბიბლიოთეკა განთავსდა ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში (ლიბერთი დარბაზში), რომელიც ავეჯითა და სხვა ინვენტარით იტალიის საელჩომ აღჭურვა. იტალიური ბიბლიოთეკით სარგებლობის შესაძლებლობა მკითხველებს მიეცემათ წიგნების აღწერისა და ბიბლიოთეკის დაკომპლექტების პროცესის დასრულებისთანავე. მისამართი: გუდიაშვილის ქ. N7.


12:30 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი გამართავს პრესკონფერენციას „საფინანსო კომპანია საქართველოსა“ და „ოქროს საწმისის“ დაზარალებული მეანაბრეების პრობლემებთან დაკავშირებით. მისამართი: გაგარინის მოედანი, მელიტონ ქანთარიას N11ა. (თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზი, ნულოვანი სართული).


13:00 საათზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სათაო ოფისში, პარტია “მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანია და სხვა ლიდერები კომპანიის გენერალური დირექტორის სახელზე საპროტესტო წერილს შეიტანენ, რომელიც შეეხება „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გადასახადის გადახდის ახალი ფორმის შემუშავებას. მისამართი: მ. კოსტავას N1 შესახვევი N33, თბილისი. საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი – 598700642.


13:00 საათზე, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ააიპ საერთაშორისო ფონდი „ფენიქსი-ლზ“-თან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. მისამართი: სანდრო ეულის N5ა.


17:00 საათზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში შეჭირვებული ვეტერანების ოაჯხებს პირველადი საჭიროების ნივთებს გადასცემენ. მისამართი: გორგასლის N89.


19:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს. მისამართი: თავისუფლების N2 (თამარ მეფის დარბაზი).


მასალების გადაბეჭდვის წესი